logo
ENG



The Times: კიევში დაჯგუფება ვაგნერის 400-ზე მეტი წევრი ზელენსკის მოსაკლავად იმყოფება

28 თებ 202212:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/28/a2756evpclaqfpr.jpg

The Times-ის ცნობით, კიევში დაჯგუფება ვაგნერის 400-ზე მეტი წევრი იმყოფება. 

მათი დავალება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა და მოსკოვისთვის კიევის მთავრობის ხელში ჩასაგდებად ნიადაგის მომზადებაა. 

ვაგნერი არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც არ ირიცხება რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსსა და იურიდიული პირების რეესტრში. თუმცა, ისინი ვლადიმირ პუტინის უახლოეს მოკავშირეებად ითვლებიან და მოქმედებენ, როგორც სახელმწიფო სამხედრო დანაყოფი. 

სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვანგერის მიერ დაქირავვებული პირები მონაწილეობდნენ სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. დაჯგუფება სისასტიკით არის გამორჩეული. 

ამჯერად კიევში ისინი აფრიკიდან ჩავიდნენ. 

მისიის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლებას შაბათს დილით მიეწოდა. მათ 36-საათიანი მკაცრი კომენდანტის საათი გამოაცხადეს "ქალაქის დივერსანტებისგან გასაწმენდად". 


close დახურვა