logo
ENG



The Times: შესაძლოა, პუტინის ჯარმა უკრაინა 2022 წლის ბოლომდე დატოვოს

08 ოქტ 202219:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/08/z9pcveonk6fojis.jpg
Ukrinform

გამოცემა The Times ბრიტანეთის ხელისუფლებაში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებებმა დასავლურ სახელმწიფოებსა და სამხედრო ექსპერტებში იმედი გააჩინა, რომ ომი, შესაძლოა, დეკემბრის ბოლომდე დასრულდეს.

გამოცემის თქმით, თუ უკრაინა პროგრესს გააგრძელებს, პუტინის ძალები დონბასიდან გავლენ და რუსეთში 2022 წლის ბოლოსთვის დაბრუნდებიან.

The Times აცხადებს, რომ ექსპერტების ცნობით, უკრაინას შედარებით გაუჭირდება ყირიმის დაბრუნება, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.

გამოცემის თქმით, თუ უკრაინა ცდის ყირიმის დაბრუნებას მას დიდი დანაკარგები ექნება, ამიტომ უკრაინის ხელისუფლებაში ზოგიერთი უფრო ნელ, ტაქტიკურ მიდგომას ემხრობა.


close დახურვა