logo
ENG



UEFA-მ დორტმუნდში გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო, GFF 30 000 ევროთი დააჯარიმა

02 ივლ 202411:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/ff5krz18kddtbm2.jpg

საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების გულშემატკივრებს შორის დორტმუნდის სტადიონზე მატჩის წინ ხანმოკლე ჩხუბის შემდეგ, UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) 30 000 ევროთი დააჯარიმა, ხოლო თურქეთი - 25 000 ევროთი.

NY Times-ის ცნობით, UEFA-ს მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ფულადი ჯარიმების საერთო რაოდენობაა 1 293 645 ევროს შეადგენს. 

ჩემპიონატის მასპინძელი გერმანია სათამაშო მოედნის დაცვის წარუმატებლობის გამო ორჯერ დაჯარიმდა - პორტუგალიასთან საქართველოსა და თურქეთის მატჩების დროს მოედანზე შესული გულშემატკივრების გამო.

რვა გუნდი, უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია, გულშემატკივრების მიუღებელი ქცევისთვის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის დროს დააჯარიმეს.

24-დან 21 ნაკრები დაჯარიმდა. დაჯარიმებულთა შორის საფრანგეთი, ესპანეთი და სლოვაკეთი არ მოხვდნენ.

 

 


close დახურვა