UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალს სანქტ პეტერბურგში აღარ გამართავს.
ESPN წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია წყაროებმა მას შემდეგ მიაწოდეს, რაც საკითხზე კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი წელს, 28 მაისს სანქტ-პეტერბურგში იყო დაგეგმილი.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.