logo
ENG



UNESCO-მ უკრაინის ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა

25 იან 202319:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/25/ewgw7asj8gj0pvq.jpg

UNESCO-ს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეს განცხადებით, იუნესკომ უკრაინის ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

UNESCO-ს კონვენციით, წევრები, მათ შორის რუსეთი და უკრაინა, ვალდებული არიან "არ მიიღონ მიზანმიმართული ზომები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მათ აზიანებენ მათ, ან კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მემკვიდრეობას".

UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქალაქ ოდესას ომისგან დაცვას.

"ოდესა, თავისუფალი ქალაქი, მსოფლიო ქალაქი, ლეგენდარული პორტი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა კინოში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ამგვარად, მოქცეულია საერთაშორისო საზოგადოების გაძლიერებული დაცვის ქვეშ.

სანამ ომი გრძელდება, ეს წარწერა განასახიერებს ჩვენს კოლექტიურ გადაწყვეტილებას, უზრუნველვყოთ, რომ ეს ქალაქი დაცული იქნება შემდგომი განადგურებისგან", - თქვა UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება უკრაინას მისცემს შესაძლებლობას "ტექნიკურ და ფინანსურ საერთაშორისო დახმარებაზე" ქალაქის ცენტრის დასაცავად და რეაბილიტაციისთვის.


close დახურვა