logo
ENG



UNESCO-ს დასკვნა გელათზე

10 აგვ 202120:30
3 წუთის საკითხავი
 

იუნესკოს უმძიმესი დასკვნა გელათის სამონასტროს კომპლექსის შესახებ. დოკუმენტში წერია, რომ რაც ტაძრებს დაემართა, სისტემური და პროფესიული კრახია. კულტურის მინისტრი ქართველი სპეციალისტების მოსაზრებებს უგულვებელყოფდა, უფრო მეტიც, მათ თავს ესხმოდა, მედიისთვის კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დახურა. წულუკიანის მხრიდან ფაქტების დამალვის სურვილს ფარდას სწორედ იუნესკო ხდის. დოკუმენტმა სავალალო შედეგის მიზეზად არაკვალიფიციური რესტავრაცია დაასახელა. მინისტრი ამ დრომდე არა ასაჯაროებს მის მიერვე ჩამოყვანილი იტალიელი სპეციალისტების პოზიციას. 


close დახურვა