logo
ENG



UNESCO-ს მისია სასულიერო პირებს გელათზე სასაუბროდ საპატრიარქოში ხვდება

01 დეკ 202217:45
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

ფორმულას ცნობით, UNESCO-ს მისია საპატრიარქოში ქართველ სასულიერო პირებსა და სპეციალისტებს გელათზე სასაუბროდ ხვდება. UNESCO-ს მისიამ გელათის მონასტერი გუშინ დაათვალიერა.

ფორმულამ კადრები გადაიღო, როგორ იკრიბებიან სასულიერო პირები და უცხოელი სპეციალისტები.

საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ფორმულას დაუდასტურა, რომ შეხვედრაზე გელათის შესახებ ისაუბრებენ, მისი თქმით შეხვედრას მეუფე შიო და სხვა სასულიერო პირებიც ესწრებიან.

2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს".

იუნესკოს შეფასებით, ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც შაბათის ფორმულაში ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. 

21 ნოემბერს ფორმულამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც გელათის რეაბილიტაციაში კულტურის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი გუნდის არაკომპეტენტურობას ამხელს და პასუხისმგებელი პირების პირდაპირ ბრალეულობას ასახავს.

 

close დახურვა