![2022/04/10/kirkzqmm92uj5wn.jpeg](/uploads_script3/articles/2022/04/10/kirkzqmm92uj5wn.jpeg)
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 4,5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.
სააგენტოს განცხადებით, ევროპას ლტოლვილების ასეთი რაოდენობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.
მათივე ცნობით, ლტოლვილთა 90% ქალი და ბავშვია, რადგან 18-60 წლის კაცების უმეტესობას უკრაინის დატოვების უფლება არ აქვს.
UNHCR-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ლტოლვილი, 2,593,902 პოლონეთმა მიიღო.