რუსი ოფიცრები მელიტოპოლთან თავიანთ ჯარისკაცებს აუპატიურებენ, აწამებენ და ხოცავენ.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა უნიანი წერს, რომელიც, თავის მხრივ, მელიტოპოლის ადგილობრივ მედიას ეყრდნობა.
უკრაინული პრესის ცნობით, რუსი ოფიცრები უშუალოდ ოკუპირებულ მელიტოპოლში საჯაროდ "ნორმალურად" იქცევიან, ქალაქს მიღმა კი - სასტიკად.
უნიანი რია მელიტოპოლზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუს ჯარისკაცებს არ სურთ ბრძოლა და დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულება, სარდლობა კი მათ შეკავებას ძალადობით ცდილობს.
"მსოფლიოს მეორე არმია სავსეა სისასტიკით, არაადამიანობით და ჯოჯოხეთით. ამას მოწმეები ყავს". - წერია სტატიაში.
რუსი ოფიცრები აუპატიურებე თავიანთ ჯარისკაცებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს ამბობენ ბრძანების შესრულებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი გაქცევას ან დეზერტირობას ცდის, მათ წვავენ კიდეც.
მელიტოპოლში მომუშავე ექიმებმა თქვეს, რომ ივლისის დასაწყისში რუსმა ჯარისკაცმა თავში ისროლა, რათა ფრონტზე არ გაეგზავნათ. ის მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა.
გარდა ამისა, ექიმების თქმით, მათ იციან მეთაურის მხრიდან ჯარისკაცის გაუპატიურების 3 შემთხვევის შესახებ. ისინი, ბრძანების შეუსრულებლობის გამო პოლიციის ეზოში გააუპატიურეს.
ასევე, პოლიციის ეზოში იპოვეს ჯარისკაცების ცხედრებიც, რომლებიც ოფიცრებმა დაწვეს. მათი უმეტესობა ნაწამები იყო "დეზერტირობის,და ზემდგომების ბრძანებების შეუსრულებლობის გამო".
უკრაინული მედია სოფელ აკიმოვკაში მცხოვრებ თვითმხილველებზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ "9 ივლისს ბრძოლაზე უარი თქვა 60-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა. ოფიცრებმა ამის გამო ნამდვილი ჩხრეკა მოაწყვეს. ადგილობრივებს დოკუმენტები, სარდაფები და სახლები შეუმოწმეს".