logo
ENG



UNIAN: სააკაშვილის დაკავების გამო კიევში საქართველოს ელჩი დაიბარეს

01 ოქტ 202122:07
3 წუთის საკითხავი
 
UNIAN: სააკაშვილის დაკავების გამო კიევში საქართველოს ელჩი დაიბარეს
კადრები

უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საქმეზე საქართველოს ელჩი დაიბარეს.

"მედიაში ვხედავთ ინფორმაციას უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეულია საქართველოს საელჩო უკრაინაში, რათა მიღებულ იქნას ოფიციალური ინფორმაცია ამგვარი დაკავების საფუძვლებისა და გარემოებების შესახებ", - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ. 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ბოლო პერიოდში ის უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელობდა. 

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. მოგვიანებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის კადრებიც გავრცელდა. 

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტია უკვე საქართველოში იმყოფება. 


close დახურვა