UNICEF მოითხოვს, რომ რუსეთმა უკრაინული სკოლების დაბომბვა შეწყვიტოს. ამის შესახებ UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ომარ აბდიმ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრისას განაცხადა.
გაეროს ბავშვების ფონდი აცხადებს, რომ მხოლოდ აპრილში უკრაინაში 100 ბავშვი დაიღუპა, თუმცა რეალური რიცხვები სავარაუდოდ გაცილებით მაღალია.
ომარ აბდიმ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრისას განაცხადა, რომ ომი უკრაინაში ბავშვების უსაფრთხოებისა და მათი უფლებების კუთხით კრიზისს ქმნის.
„მხოლოდ გასულ თვეში გაერომ დაადასტურა, რომ დაახლოებით 100 ბავშვი მოკლეს და ჩვენ გვჯერა, რომ რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია. უფრო მეტი ბავშვი დაშავდა და მათი უფლებების მძიმედ დაირღვა, მილიონობით ბავშვს კი საცხოვრებლის შეცვლა მოუწია“, - განაცხადა აბდიმ.
აბდიმ ასევე განაცხადა, რომ გასული კვირის მონაცემებით 6-დან ყოველი 1 სკოლა დაზიანდა ან განადგურდა.
„ასობით სკოლას ქვეყნის მასშტაბით თავს დაესხნენ მძიმე არტილერიით, საჰაერო შეტევებით და სხვა ფეთქებადი იარაღი დასახლებულ ადგილებში“, - განაცხადა UNICEF-ის წარმომადგენელმა.