logo
ENG



USA Today: რუსი მოციგურავის ჩაგდებული დოპინგტესტის გამო ოლიმპიადაზე დაჯილდოება გადაიდო

09 თებ 202218:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/09/13gpo98c6jribdh.jpg

ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში გუნდური შეჯიბრის დაჯილდოება გადაიდო, რაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი რუსი სპორტსმენის დოპინგტესტის პრობლემას უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ USA Today წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში კი ჟურნალისტებს დაუდასტურეს, რომ ცერემონიასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.

დოპინგთან დაკავშირებული სანქციების გამო რუსი მოციგურავეები, როგორც სხვა რუსი სპორტსმენები, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის დროშის ქვეშ ასპარეზობენ. მოციგურავეებმა ჯგუფურ შეჯიბრში 7 თებერვალს გაიმარჯვეს, დაჯილდოება კი 8 თებერვალს უნდა გამართულიყო.

რუსეთის ექვსკაციანი ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ: მარკ კონდრატიუკი, კამილა ვალიევა, ანასტასია მიშინა, ალექსანდრ გალიამოვი, ვიქტორია სინიცინა და ნიკიტა კაცალაპოვი. რუსეთმა 74 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე გავიდა აშშ, ხოლო მესამეზე - იაპონია. რომელმა სპორტსმენმა აჩვენა დადებითი პასუხი დოპინგტესტზე უცნობია.


close დახურვა