საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა, ანგარიშით 88-83.
ქართველთა რიგებში გამორჩეული იყო თად მაკფადენი, ნატურალიზებულ ამერიკელს განსაკუთრებით კარგი პირველი მეოთხედი გამოუვიდა. პირველ ათწუთეულში მან 5 სამქულიანი მოათავსა. თამაში კი სოლიდური 27 ქულითა და 9 გადაცემით დახურა.
დასკვნითი მეოთხედში გარდამტეხი შენგელიასა და შერმადინის კარგი თამაში აღმოჩნდა.
Საუკეთესოები საქართველო უკრაინა
Მაკფადენი 27 ქულა ბლიზნიუკი 18 ქულა
Შერმადინი 23 ქულა პეტროვი 16 ქულა
Შენგელია 16 ქულა რენდალი 15 ქულა
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთმა ჩრდ. მაკედონიას მარტივად, ანგარიშით 65-94, სძლია.