logo
ENG



WHO-ს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ 2022 შესაძლოა პანდემიის დასრულების წელი იყოს

01 იან 202219:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/01/18ypov36w0bkc6d.jpg

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს გებრეისუსის განცხადებით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ 2022 წელი პანდემიის დასრულების წელი იქნება. ეს განცხადება გებრეისუსმა კორონავირუსის პირველი ფაქტის დაფიქსირების 2 წლის თავზე გააკეთა. მაშინ მსოფლიომ არ იცოდა თუ რა იყო კორონავირუსი და რასთან ჰქონდა საქმე მედიცინას. 

"ზოგიერთი ქვეყნის მიერ ვიწრო ნაციონალიზმმა და ვაქცინების შეგროვებამ ძირი გამოუთხარა თანასწორობას და შექმნა იდეალური პირობები ომიკრონის ვარიანტის გასავრცელებლად. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უთანასწორობა, მით უფრო მაღალია ვირუსის განვითარების რისკები ისე, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მის პრევენციასა და პროგნოზირებას. თუ ჩვენ დავამარცხებთ უთანასწორობას, დავამარცხებთ პანდემიასაც, დავამარცხებთ იმ კოშმარს, რომელშიც ცხოვრება გვიწევს და ეს შესაძლებელია", - განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა. 

მან უთანასწორობის მაგალითად მოიყვანა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც აფრიკაში სამედიცინო სფეროს 4 მუშაკიდან სამი ამ დრომდე არ არის ვაქცინირებული, მაშინ როდესაც გებრეისუსის თქმით, ევროპასა და ამერიკაში მოსახლეობა ბუსტერ დოზას იკეთებს. 

გარდა ამისა, გებრეისუსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებებთან თანამშრომლობას გააძლიერებს, რათა შესაბამისი პლატფორმების მეშვეობიტ ვაქცინა მიეწოდოს ყველა ქვეყანას და ქვეყნების მოსახლეობის 70% 2022 წლის შუა პერიოდამდე აცრილი იყოს. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინციაში 31 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა. მალევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. მსოფლიოს მასშტაბით 288 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 5 მილიონზე მეტი გარდაიცვალა. 


close დახურვა