logo
ENG



WHO კორონავირუსის შტამებს ბერძნული ანბანის ასოების დასახელებებს დაარქმევს

01 ივნ 202100:59
3 წუთის საკითხავი
 
WHO კორონავირუსის შტამებს ბერძნული ანბანის ასოების დასახელებებს დაარქმევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის შტამებს სახელებს შეუცვლის და ბერძნული ანბანის ასოების დასახელებებს დაარქმევს.

BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასე  იმ ქვეყნების სტიგმატიზირებას შეაჩერებს, სადაც შტამი აღმოაჩინეს.

„არცერთი ქვეყანა არ უნდა სტიგმატიზირდეს ვარიანტების აღმოჩენისა და მათზე შეტყობინების გამო”, - წერს  WHO- ს Covid-19-თან ბრძოლის ტექნიკური ხელმძღვანელი მარია ვან კერხოვე ტვიტერზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში გამოვლენილ შტამს ალფა ეწოდება, სამხრეთაფრიკულს - ბეტა, ინდურს - დელტა და ა.შ. 


close დახურვა