logo
ENG



WP: CIA-ის დირექტორი უკრაინაში ჩავიდა და ოფიციალური კიევისგან ომის დასრულების გეგმა მოისმინა

01 ივლ 202311:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/01/0aftsfyejh2swp4.jpg

The Washington Post აშშ-ს ხელისუფლებაში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს რომ, ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბარნსი ივნისში უკრაინაში იმყოფებოდა. ვიზიტისას უკრაინის ლიდერებმა წლის ბოლომდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების გეგმა წარუდგინეს.

ბარნსის ვიზიტის შესახებ აქამდე არ გახმაურებულა. WP წერს, რომ ის უკრაინას რუსეთში ევგენი პრიგოჟინის აჯანყებამდე ეწვია. გამოცემის ცნობით, კიევში ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს შეხვდა.

"დირექტორი ბარნსი ახლახან იმყოფებოდა უკრაინაში, ისევე როგორც ამას გასულ წელს რუსეთის ახალი აგრესიის დაწყებისას რეგულარულად აკეთებდა" - განაცხადა აშშ-ის ხელისუფლების წევრმა გამოცემასთან ინტერვიუში.

წყაროს ცნობით, CIA-ს დირექტორის ვიზიტის მიზანი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისადმი მზაობის ხელახალი დადასტურება იყო, რაც უკრაინას თავდაცვაში კიდევ უფრო დაეხმარება.

WP 3 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის სამხედრო სამსახურებმა ბერნსთან დიალოგში თქვეს, რომ დარწმუნებულები არიან, შემოდგომამდე მნიშვნელოვან ტერიტორიას დაიბრუნებენ, რუსულ არტილერიას და სარაკეტო სისტემებს კი უკან, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ყირიმამდე დაახევინებენ, რის შემდეგაც, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

გამოცემის თქმით, იდეალურ სცენარის მიხედვით, რომელსაც კიევიც უჭერს მხარს, ყირიმთან საკუთარი სამხედროებისა და მძლავრი იარაღის განთავსებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მძლავრ ბერკეტს მოიპოვებს - ალყაში მოაქცევს ნახევარკუნძულს, სადაც რუსეთს შავი ზღვის ფლოტი ჰყავს მობილიზებული.


close დახურვა