The Wall Street Journal-ის ინფორმაციით რამდენიმე ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა სანქციების წნეხის გამო რუსეთი დატოვა. თუმცა პეკინის მხრიდან გაფრთხილების გამო ისინი ამ ფაქტს არ ასაჯაროებენ.
მედიის ცნობით, რამდენიმე კომპანია რუსეთში პროდუქციის მიწოდებას აჩერებს. მათ შორისაა პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელი Lenovo და ტექნოლოგიური მოწყობილობების მწარმოებელი Xiaomi.
კომპანიებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებიათ, რის მიზეზადაც მედია ჩინეთის მხრიდან დასავლური სანქციებისადმი წინააღმდეგობას ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში ჩინეთიდან ტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტი მარტში მკაფიოდ დაეცა: ლეპტოპების მიწოდება 40%-ზე მეტით შემცირდა, სმარტფონების დაახლოებით 2/3-ით.
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, ქვეყანაში ჩინეთიდან მთლიანი ექსპორტი კი 27%-ით შემცირდა.