logo
ENG



Washington Post: ჰამასი ისრაელზე შეტევის "მეორე ფაზას" ამზადებდა

13 ნოე 202315:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/13/utn2tivbbsdraf3.jpg
AP Photo

7 ოქტომბრის შემდეგ შეგროვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით The Washington Post წერს, რომ ჰამასის ტერორისტული დაჯგუფება ისრაელზე მასშტაბური შეტევების მეორე ტალღასა და ისრაელთან ომის გამწვავებას გეგმავდა. მედიას ამის შესახებ ინფორმაცია დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის დაზვერვის მოქმედმა, ასევე, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს.

მათი ინფორმაციით, ჰამასი თავდასხმის "მეორე ფაზის" დაწყებას აპირებდა, მათ შორის, სავარაუდო სამიზნე იქნებოდა ისრაელის დიდი ქალაქები და სამხედრო ბაზები. WP-ის ცნობით, გაანალიზებული მასალები შედგება რუკების, ჩანაწერებისა და დიდი რაოდენობით იარაღისგან. ერთ-ერთი მოკლული ტერორისტის ჩანაწერში იკითხება, ბრძანება "რაც შეიძლება მეტი" ადამიანის მოკვლისა და გატაცების შესახებ.

მედია წერს, რომ ეს მანიშნებელია იმის, რომ ჰამასის განზრახვა არა მხოლოდ მოქალაქეების გატაცება იყო, არამედ ისრაელის პროვოცირება, ვითარების მეტად გამწვავება, რაც საბოლოოდ კონფლიქტს უფრო ფართომასშტაბიანად აქცევდა. დაზვერვის მიერ მოპოვებული ცნობებით ირკვევა, რომ ჰამასი მასშტაბურად აპირებდა ისტორიული ობიექტების დაბომბვას, რათა ისრაელისგან საპასუხო რეაქცია მიეღო.

ამასთან, როგორც WP-ის დაზვერვის წყარო ეუბნება, ტერორისტული დაჯგუფება ისრაელზე განხორციელებულ 7 ოქტომბრის თავდასხმას წელიწადზე მეტხანს გეგმავდა.


close დახურვა