logo
ENG



Washington Post: ესკალაციამ შესაძლოა რუსეთს არგოს, საქართველო კი მოკავშირეებს დააშოროს

23 თებ 202119:43
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/23/2mjmft9vb303kaf.png

ავტორიტეტული გამოცემა Washington Post საქართველოში ნიკა მელიას დაპატიმრების გარშემო განვითარებულ მოვლენებზე წერს, რომ ვითარების ესკალაციამ, შესაძლოა, რუსეთის სასარგებლოდ იმუშაოს. 

"საქართველო, ქვეყანა 3.7 მილიონი მოსახლით, რომელიც შავ ზღვას ესაზღვრება, უფრო დემოკრატიულად მიიჩნეოდა ვიდრე დანარჩენი ორი [ყაზახეთი, ბელარუსი], ნატოში გაწევრიანების ამბიციით. თუმცა სამშაბათს სიტუაციის ესკალაციამ შესაძლოა, საბოლოოდ, მოსკოვის სასარგებლოდ იმოქმედოს, თბილისი კი ძლიერ დასავლელ მოკავშირეებს დააშოროს.

ბოლო წლებში ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს ლიდერებთან გაგზავნილ წერილებში გამოთქვამდნენ წუხილს, რომ ქართული ოცნების მოქმედებები "უკანსვლის" მაჩვენებელი იყო", - ვკითხულობთ გამოცემის სტატიაში, რომელშიც ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენებია მიმოხილული. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა ენმ-ის ოფისში ძალადობრივი შეჭრის შემდეგ 23 თებერვალს დააკავეს. მელიას დაკავებას დასავლელი დიპლომატების, საქართველოში არსებული საელჩოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი და კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. 


close დახურვა