ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისი-ბარსელონას რეისი გააქუმა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ თვითმფრინავში ასული მგზავრები უკან დააბრუნეს, მიზეზად კი ტექნიკური გაუმართაობა უთხრეს.
მგზავრების თქმით, გადადებული რეისის გამო მათ პრობლემები ექმნებათ და მოითხოვენ, სხვა რეისით გაფრენის უფლება მიეცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა რეისების ბლოკირებით იმუქრებიან.
ქუთაისი-ბარსელონას რეისი დილის 6:10 საათზე უნდა შესრულებულიყო.