logo
ENG



Wizz Air-ი საქართველოში მე-4 ბაზირებულ ხომალდსა და ქუთაისი-კოპენჰაგენის რეისს ამატებს

27 აპრ 202312:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/27/qxsv58hqbl6tz86.jpg

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 1-ლი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის.

გარდა ამისა, აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. ქარქაშაძის ინფორმაციით, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები 4 სხვადასხვა მიმართულებაზე გაიზრდება.

ქარქაშაძე ამბობს, რომ ეს შექმნის 40-მდე ახალ ადგილს.

მიმდინარე წლის ივნისიდან Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მიმართულებები დაემატება: ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი.


close დახურვა