logo
ENG



YouTube-მა სოლოვიოვის არხები წაშალა

08 მარ 202210:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/08/zmsvp7h9zjobdpe.jpg

YouTube-მა რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის ვლადიმირ სოლოვიოვის არხები - სოლოვიოვ Live და კვირა საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად - წაშალა.

წამყვანმა YouTube-ს გადაწყვეტილებას "ომის გამოცხადება" უწოდა და მოუწოდა, რომ რუსეთში ვებგვერდი დახურონ.

აღნიშნულ პლატფორმას აქამდეც წაუშლია რუსული არხები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ხელისუფლებასთან და დეზინფორმაციის გავრცელებაში იყვნენ მხილებულნი. მათ შორისაა Russia Today. თებერვლის ბოლოს RT-ს ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმირ სოლოვიოვი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოყვნენ, რადგანაც უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარეს.


close დახურვა