logo
ENG



biletebi.ge: კაზინიკის ღონისძიება გაუქმდა, მას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული

24 მარ 202312:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/24/t5gz7q23uvytw2z.jpg

biletebi.ge-ის ინფორმაციით, მიხეილ კაზინიკის ღონისძიება გააუქმეს, რადგან არტისტს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.

"ღონისძიება გაუქმებულია. არტისტს დარღვეული ჰქონდა კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". კომპანია ერთგულია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის. მადლობას გიხდით, ინფორმაციის მოწოდებისთვის, ძალა ერთობაშია!" - ნათქვამია განცხადებაში.

კაზინიკისთვის გრიბოედოვის თეატრში 18 აპრილს უნდა ემასპინძლათ. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ მას ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული და ამის გამო მოქალაქეები ღონისძიების გაუქმებას ითხოვდნენ.


close დახურვა