მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 15 აპრილიდან ათი დღით ქვეყნის ოთხი დიდი ქალაქი იკეტება.
როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, რომ თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი ათი დღით იკეტება, რათა შემცირდეს ქალაქებში მობილობა.
„კოვიდ 19 არის გლობალური გამოწვევა, შეგვიძლია სამწუხაროდ მოვახდინოთ ფაქტის კონსტანტირება, როცა 24 საათში გვყავს 30 ინფიცირებული. ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდაგავრცელებსი ეტაპზე გადავედით. მძიმე კარანტინის ზომები ამას ადასტურებს. უნდა მოვახდინოთ იმის კონსტანტირება, რომ ვერავინ გვეუბნება როდის იქნება პიკი - ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი. ამიტომ მინდა გაცნობოთ, რომ მთავრობამ მიიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 აპრილს 21 სააათიდან ოთხ დიდ ქალაქში აიკრძალება შესვლა და გამოსვლა, რათა მობილურობის დოზა დავწიოთ. ესენი იქნება თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. არ იკრძალება ქალაქში გადაადგილება - იკრძალება შესვლა და გამოსვლა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, სამი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.