საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 00:04 საათზე დფიქსირდა. ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზეც.
ბიძგების სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.