logo
ENG



მარგველაშვილი: არ ვაპირებ მაჟორიტარობას, შემომთავაზეს და უარი ვთქვი

26 მაი 202021:51
3 წუთის საკითხავი
clock 643

გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ის მაჟორიტარობას არ აპირებს.

მისივე თქმით, არ არის სწორი მისი მაჟორიტარულ კონკურენციაში შესვლა.

„არ ვაპირებ მაჟორიტარობას. შემომთავაზეს და უარი ვთქვი. არ არის ჩემი აზრით სწორი, ახლა ჩემთვის მაჟორიტარულ კონკურენციაში შესვლა. ჩემი როლი იქნება იმაში, რომ თუ გაერთიანება სიცოცხლისუნარიანი იქნება, აი ამ გაერთიანების გასაძლიერებლად, მისი მხარდამჭერის როლი ვითამაშო, ვიდრე ჩავიკეტო ჩემთვის ძალიან საყვარელ, რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.   


close დახურვა