logo
ENG



რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერ შელახავენ ივანიშვილის ღვაწლს ქვეყნის წინაშე - კალაძე

12 ივნ 202007:14
3 წუთის საკითხავი
 

კონგრესმენების მწვავე კრიტიკას კახა კალაძე ლობისტებს უკავშირებს.

თბილისის მერმა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად ჟურნალისთებთან ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე ისაუბრა.

„ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. მოყოლებული 2012 წლიდან ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ოფიციალური გზავნილები, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით იყო მხოლოდ და მხოლოდ შეფასებები. ეს დოკუმენტიც შინაარსობრივად არის ძალიან პოზიტიური, აქ საუბარია ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობაზე, რომ ვართ ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე თანამშრომლობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ხაზი გავუსვა იმ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ერთ სიტყვას, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია წერილის შინაარსთან. ვერანაირი ლობისტების მუშაობა ვერ შეუშლის ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას, ვერ შელახავს, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული ქვეყანა. რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

close დახურვა