logo
ENG



თბილისის ქუჩებში წარწერების გაკეთებისთვის სამოქალაქო აქტივისტები დააჯარიმეს

16 ივნ 202011:25
3 წუთის საკითხავი
 

„გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს“ - თბილისის ქუჩებში ამ სიტყვების დაწერისთვის სამოქალაქო აქტივისტები დააჯარიმეს. სამართალდამცველებმა აქტივისტთა ერთ ნაწილს წარწერების გაკეთების საშუალება არ მისცა, მეორეს კი დედაქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ზოგიერთი აქტივისტი სტენსილს პეკინის ქუჩაზე, სამშენებლო ღობეზე წერდა, რის გამოც მათ 200 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, დანარჩენებმა კი წარწერა პანორამას სამშენებლო, დროებით ღობეებზე გააკეთეს. დაჯარიმებამ აქტივისტებში პროტესტი გამოიწვია.


close დახურვა