logo
ENG



დიმიტრი ცქიტიშვილი:საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საფრთხე მართლაც არსებობს

19 ივნ 202012:24
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები მაინ ჩავარდა ისინი პასუხისმგებლობას როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე ოპოზიციას აკისრებენ. 

დმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, საფრთხე იმისა, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მართლაც არსებობს.

„მე დავუჭერ იმ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც შემოთავაზებული იყო. იმედი მაქვს, რომ გზადაგზა ეს დამატებით ცვლილებებს არ განიცდის. საფრთხე იმისა, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები მართლაც არის იმიტომ, რომ მმართველი პარტიისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ერთობლიობა ახლოს არის კრიტიკულ ზღვართან და ვფიქრობ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველჰყოს, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ბოიკოტს აცხადებს, შემოვიდეს დარბაზში და ხმა მისცეს ამ კონსტიტუციურ ცვლილებას“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საფრთხეზე საუბრობს ბექა ნაცვლიშვილიც. მიზეზად ის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას ასახელებს კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

„არის ხოლმე საუბარი ჩავარდება, თუ არ ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები. ორი უპასუხისმგებლო ძალაა ამ ქვეყანაში პოლიტიკური, "ნაციონალური მოძრაობა" თავის ევროპული საქართველოთი, რომელიც მონაწილეობას არ იღებს კენჭისყრაში და ქართული "ოცნება", რომელმაც შეიძლება ფანდი გაათამაშოს და თქვა, რომ ვიღაცას ფეხი ეტკინა და ვერ მოვიდა. მიჯნაზე ვართ დეპუტატები, რომლებმაც მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ცვლილებებს“, - განაცხდა ბექა ნაცვლიშვილმა. 


close დახურვა