logo
ENG



თბილისში ახალგაზრდა ქალს კაცმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, ბრალდებული დაკავებულია

30 ივნ 202011:40
3 წუთის საკითხავი
clock 16542
ezbe8eshtq2i19n.jpg

თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა მეორე პირს.

ფორმულას ინფორმაციით, დაზარალებული ახალგაზრდა ქალია.

ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას, პირმა საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა დაზარალებულს. დაშავებული მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მხოლოდ 2014-2018 წლების პერიოდში ფემიციდის 135 შემთხვევა მოხდა, 69-ჯერ კი - ფემიციდის მცდელობა. 

 


close დახურვა