logo
ENG



NATO-ს ავიაგამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო

16 აგვ 202613:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/16/hqpl5ncah8h8xmz.png

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ესპანეთის საჰაერო ძალების F-18 გამანადგურებელმა რუმინეთში უცნობი დრონი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

სამინისტროს განცხადებით, დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში მოლდოვის მხრიდან შევიდა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ესპანეთის საჰაერო ძალების F-18 ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც მიხაილ კოგელნიჩეანუს სახელობის 57-ე საჰაერო ბაზაზე საბრძოლო პატრულირებას ახორციელებდა, სამიზნესთან სარადარო კავშირი დაამყარა და ჩამოგდების ნებართვა მიიღო.

გამანადგურებელმა დრონი დილის 5:01 საათზე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოაგდო. სამიზნის ნამსხვრევების სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილი გალაცის ოლქში, ბელენისა და კუდალბის სოფლებს შორის მდებარეობს.

ინფორმაცია დამატებითი დრონის შენსახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.


close დახურვა