საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 5-ით გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 981 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 851 განიკურნა, 15 კი, გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 851 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231.