Edison Research-ის კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგი 12 თვის განმავლობაში, ქვეყნის მომავალი უკეთესი იქნება.
ასე მოსახლეობის 56% ფიქრობს. Შესაბამისად, 44% ამბობს, რომ ამ პირობებში მომავალი უარესი იქნება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.