Edison Research-ის კვლევის ფაგლებში საქართველოს მოსახლეობას ჰკითხეს, თუ როგორ აფასებს როგორც 2004-2012 წლების, ასევე 2012 წლიდან დღევანდლამდე პერიოდს.
2004-2012 წლების პერიოდს მოსახლეობის 76% დადებითად აფასებს, 24% - უარყოფითად.
2012-დან დღევანდლამდე პერიოდს კი დადებითად 58% აფასებს, უარყოფითად - 42%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.