logo
ENG



მთავრობა ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს

06 აგვ 202011:12
3 წუთის საკითხავი
 
9iqay9np6bjzl1u.jpg

საქართველოს მთავრობა ზამთრის პერიოდში კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას მოახდენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს მთავრობა დაფარავს.

"იმისთვის რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს პროგრამა ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი და იგივე პრინციპით როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ამასთან, ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს, ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი", - განაცხადა პრემიერმა.


close დახურვა