logo
ENG



ლუკაშენკო - 80.23%, ტიხანოვსკაია - 9.9% - ცესკო-მ პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

10 აგვ 202010:25
3 წუთის საკითხავი
 
9f73pki2hvarpbc.jpg

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.

არჩევნებში სულ 5 კანდიდატი მონაწილეობდა. მათი ხმები ასე გადანაწილდა: ანა კანაპოცკაია - 1.68%, ანდრეი დმიტრიევი - 1.04%, სერგეი ჩერეჩენი - 1.13%.

ამომრჩეველთა 6.02%-მა ხმა ყველას წინააღმდეგ მისცა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულებიც. 


close დახურვა