logo
ENG



ბაქრაძე: სააკაშვილი, მერაბიშვილი ან ადეიშვილი მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ

15 აგვ 202000:13
3 წუთის საკითხავი
 
yxory7p3x1mj8cp.jpg

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მათი პარტიისთვის მიუღებელი იქნება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მომავალ მინისტრთა კაბინეტში, ან პრემიერის პოსტზე ყოფნა. ამის შესახებ მან 14 აგვისტოს რუსთავი 2-ზე, ღამის კურიერის ეთერში ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, "იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური მოძრაობა თავის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სიებში ჩაწერს გვარებს: სააკაშვილი, მერაბიშვილი ან ადეიშვილი, თქვენთვის მისაღები იქნება ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება"? - დავით ბაქრაძე პასუხობს, რომ მათ პარტიას აღმასრულებელი ხელისუფლების შექმნის პირობები ექნება. 

"იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან, მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად, სააკაშილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის, პრემიერმინისტრად", - ამბობს ბაქრაძე და განმარტავს, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე და "სამართლიანად არის, თუ უსამართლოდ", საზოგადოებრივ აზრს ანგარიში უნდა გაუწიონ. 

დავით ბაქრაძის თქმით, კოალიციურ პარტიაში უნდა იყვნენ ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები. 


close დახურვა