logo
ENG



ზუგდიდში, სადაც კენჭს უგულავაც იყრის, ენმ-მ, შესაძლოა, კანდიდატად ვერა ქობალია დაასახელოს

20 აგვ 202013:17
3 წუთის საკითხავი
clock 5019
iu6axidoshc86qy.jpg

"ფორმულას" წყაროს ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას წარდგენას განიხილავს.

ამავე ოლქში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიიდან, ევროპული საქართველოდან, კენჭს გიგი უგულავა იყრის. მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანია.

ნაციონალურ მოძრაობაში "ფორმულას" უთხრეს, რომ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატებზე მსჯელობა მიმდინარეობს, კონკრეტული ფიგურის ვინაობა კი მალე გახდება ცნობილი.

ვერა ქობალია 2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მან საქმიანობა კერძო სექტორში განაგრძო.

ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი საქართველოში არ ცხოვრობს. იგი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ფი­ნან­სუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს წევ­რია.


close დახურვა