logo
ENG



პუტინის პრესმდივანმა ალექსეი ნავალნის გამოჯანმრთელება უსურვა

20 აგვ 202015:48
3 წუთის საკითხავი
 
jl65rit3rsblgwu.jpeg

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, ოპოზიციონერ დეპუტატს ალექსეი ნავალნის გამოჯანმრთელება უსურვა, როგორც "ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს". ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

პესკოვის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ალექსეი ნავალნის გადაყვანა საზღვარგარეთის კლინიკაში აუცილებელი გახდება, ის მას დახმარებას გაუწევს.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის თქმით, კრემლი ინფორმირებულია, რომ ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმები კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ყველაფერს აკეთებენ. 

პესკოვი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ გამოძიება ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი კომაშია, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების თქმით, ის კომატოზურ მდგომარეობაშია და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. 

რუსული პრესის ცნობით, ექიმების წინასწარი დიაგნოზით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ჯერჯერობით დაუდგენელი ჰალუცინოგენით მოწამლეს. სამედიცინო წრეებიდან წყაროზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციას Interfax.ru ავრცელებს.

ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა.


close დახურვა