logo
ENG



ექიმის თქმით, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დასტაბილურდა

20 აგვ 202015:53
3 წუთის საკითხავი
clock 707
eotcfyskcha624u.png

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დასტაბილურდა, - ამის შესახებ საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ანატოლი კალინიჩენკომ განაცხადა.

"შეიძლება თავს უფლება მივცე გარკვეული ფრთხილი განცხადება გავაკეთო: იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაში გადმოიყვანეს ჩვენთან, იმის გათვალისწინებით, რომ მისი დიაგნოზი გაურკვეველია, ჩვენ შევძელით მისი მდგომარეობის დასტაბილურება. ამ ეტაპზე ასეა", - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი დიაგნოზით, ის ჰალუცინოგენით მოწამლეს. პოლიტიკოსი საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა. 


close დახურვა