რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Meduza.io ავრცელებს.
მედიის ცნობით, ნავალნი შარიტეს კლინიკაშია მოთავსებული. თვითმფრინავი, რომელსაც ნავალნი უნდა გადაეყვანა, ორგანიზაცია Cinema for Peace Foundation-მა გამოაგზავნა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსი ბერლინში ჯერ კიდევ გუშინ უნდა გადაეყვანათ, თუმცა თავდაპირველად ექიმები ოჯახს ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
მოგვიანებით ჩატარდა კონსილიუმი, რომელსაც ნავალნის მეუღლეც ესწრებოდა. კონსილიუმის შემდეგ ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა ალექსეი ნავალნის ბერლინში გადაყვანის უფლება მისცეს.