logo
ENG



გერმანულმა პოლიციამ კლინიკასთან, სადაც ნავალნი მკურნალობს, 24-საათიანი დაცვა დააყენა

23 აგვ 202010:50
3 წუთის საკითხავი
 
9oqairm6x1119ud.png

გერმანულმა პოლიციამ კლინიკა "შარიტესთან", სადაც რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოათავსეს, 24-საათიანი დაცვა დააყენა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის 2 მიკროავტობუსი მორიგეობს, ხოლო კიდევ ერთი მიმღების შესასვლელთან. 

შეგახსენებთ, რომ რუსი პოლიტიკოსი გერმანიაში სამკურნალოდ გუშინ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

ასევე გუშინ გახდა ცნობილი, რომ ნავალნის ორგანიზმში რუსმა ექიმებმა ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, თუმცა მათივე მტკიცებით, ექსპერტიზის შედეგებით, მის ორგანიზმში შხამი არ ფიქსირდება. 


close დახურვა