შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, გიორგი მძინარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ორი პაციენტი რეანიმაციაშია გადაყვანილი, ერთს კი, კვლევები უტარდება.
"სამი ქალბატონია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში პოლიტრავმის დიაგნოზით. არის სხეულის მრავლობითი დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არასტაბილური ჰერმოდინამიკა. ორის მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციაში არიან გადაყვანილი, ერთთან მიმდინარეობს კვლევები", - განაცხადა გიორგი მძინარიშვილმა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსსიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი, მძიმედ დაშავდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.