logo
ENG



სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი 2020 დაიწყო

07 სექ 202011:27
3 წუთის საკითხავი
 

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი 2020 დღეიდან, 7 სექტემბრიდან დაიწყო. ღონისძიებას, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა, მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2020 წელს სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების დროს საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო ტექნოლოგიებს გაეცნობიან; გამოსცდიან მრავალეროვნულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობებს; ერთმანეთს გაუზიარებენ სხვადასხვა ტიპის ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების გამოცდილებას. 

საერთაშორისო სწავლება საქართველოში წელს მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, აშშ-სა და სხვა პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესება. ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. სწავლება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 


close დახურვა