ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას? - 59% პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.
36%-ს ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 88% არჩევნებზე წასვლას აპირებს.
NDI-ის დაკვეთით, კვლევის საველე სამუშაოები საველე სამუშაოები CRRC-მ 6-11 აგვისტოს ჩაატარა. სატელეფონო გზით გამოიკითხა 2 045 ადამიანი.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.