logo
ENG



"ქალების ადგილი არის ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება"- რუთ გინსბურგის მემკვიდრეობა

19 სექ 202017:08
3 წუთის საკითხავი
 
nfd4npkl32969df.jpg

19 სექტემბერს, 87 წლის ასაკში, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ლეგენდარული მოსამართლე, რუთ გინსბურგი გარდაიცვალა.

გინსბურგი ქალების უფლებების აქტიური დამცველი და გამორჩეული მოსამართლე იყო. მას ეკუთვნის გადამწყვეტი ხმები მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების გადაწყვეტის დროს, აბორტის უფლებიდან ერთნაირსქესიანთა ქორწინებამდე.

მათ შორის:

აშშ ვირჯინიის წინააღმდეგ, 1996 წელი

1996 წლის ვირჯინიის სამხედრო სასწავლებელი იყო ერთადერთი სასწავლებელი ქვეყანაში, სადაც მხოლოდ კაცებს იღებდნენ. წლის ბოლოს, რუთ გინსბურგის წყალობით, ვითარება შეიცვალა.

უზენაეს სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სასწავლებელში მხოლოდ კაცების მიღება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14, თანასწორობის მუხლს არღვევდა.

ვირჯინიის შტატი ამტკიცებდა, რომ ქალები ვერ ერგებიან მკაცრ სამხედრო სწავლებას. ასევე, არგუმენტად მოყავდათ ის, რომ თავისუფალი ხელოვნების ფაკულტეტზე, მეტი ბოლდუინის უნივერსიტეტში, მხოლოდ ქალებს იღებდნენ და ეს თანასწორობას უზრუნველყოფდა.

შტატის ამ მტკიცებას უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა. მოსამართლეთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ გენდერული თანასწორობა კონსტიტუციური უფლებაა.

"არც მოქალაქე ჯარისკაცების სწავლების მიზანი, არც მეთოდოლოგია, თავისი არსით, არ გამორიცხავს ქალების მონაწილეობას. მიდგომები, თუ რა არის ქალისთვის შესაფერისი და რა - არა, აღარ ამართლებს ქალების შესაძლებლობების უარყოფას. ქალთა ნიჭი და შესაძლებლობები ამ აღწერილობას სცილდება". - განაცხადა რუთ გინზბურგმა.

ბერგფელი ჯოჯესის წინააღმდეგ, 2015 წელი

ამ საქმის შედეგი იყო გარდამტეხი აშშ-ში ლგბტქ ადამიანების ქორწინების უფლების კუთხით.

ლგბტქ თემის რამდენიმე წარმომადგენელმა უზენაეს სასამართლოს მიმართა. ისინი აპროტესტებდნენ, რომ ფედერალური კანონი არ ცნობდა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. საქმეში გადამწყვეტი სწორედ გინზბურგის პოზიცია აღმოჩნდა - 2015 წელს ამერიკის უზენაესი სასამართლოს 9-დან 5-მა მოსამართლემ ლგბტქ ადამიანების ქორწინების უფლებას მხარი დაუჭირა.

"ჩვენ შევცვალეთ ქორწინების იდეა. დღეს ქორწინება არ არის ის, რაც არის სამართლის და სამოქალაქო ტრადიციებში იყო. ქორწინება იყო ქალის და კაცის კავშირი, დომინანტი კი კაცი იყო. ... შეიძლება თუ არა, დაქორწინდნენ 70 წელს გადაცილებული ქალი და კაცი, მათ ხომ არ შეუძლიათ ბავშვების გაჩენა?". - თქვა მან.

ორგანიზაცია Whole Woman’s Health ჰელერსედტის წინააღმდეგ, 2016 წელი

საქმე აბორტის უფლებას და რეგულაციებს ეხება. ორგანიზაცია Whole Woman’s Health-მა სასამართლოს მიმართა და ტეხასის შტატის რეგულაციები გააპროტესტა. რეგულაციების მიხედვით, ქალებს რთულად მიუწვდებოდათ ხელი აბორტზე.

გინსბურგმა თქვა:

"რაციონალური რწმენის მიღმაა, რომ კონგრესის კანონს შეუძლია, დაიცვას ქალების ჯანმრთელობა იმით, რომ მათ აბორტის პროცედურაზე წვდომა გაურთულოს.

როდესაც სახელმწიფო მკაცრად ზღუდავს უსაფრთხო და კანონიერ პროცედურებზე წვდომას, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ქალები მიმართავენ არალიცენზირებულ მოძალადე პრაქტიკოსებს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას".

რუთ გინსბურგის შთამაგონებელი ციტატები:

"ქალების ადგილი არის ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და ამასთან, ეს არ უნდა გულისხმობდეს, რომ ქალები გამონაკლისები არიან".

"ზოგჯერ მეკითხებიან: რამდენი ქალი უნდა იყოს უზენაეს სასამართლოში? ჩემი პასუხია - ცხრიდან ცხრა. ადამიანები ამ პასუხით შეძრულები არიან. თუმცა, ყველა მოსამართლე კაცი რომ იყოს, კითხვაც არავის გაუჩნდებოდა".

”ქალები მაშინ მიაღწევენ ჭეშმარიტ თანასწორობას, როცა კაცები გაიზიარებენ თავიანთ პასუხისმგებლობას მომავალი თაობის აღზრდაში”


close დახურვა