უკანონო ტყვეობაში მყოფმა ხვიჩა მღებრიშვილმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი დატოვა.
ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა და კარანტინში გადაჰყავთ.
მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება გუშინ, 25 სექტემბერს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლების შეხვედრაზე იქნა მიღებული.
ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს დააკავეს - მას ე.წ. საზღვრის კვეთასა და ღამურების დაჭერას ედავებიან. დაკავებისას ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.