logo
ENG



ტრამპი უზენაეს სასამართლოში რუთ გინსბურგის შემცვლელად, სავარაუდოდ, ემი ბარეტს წარადგენს

26 სექ 202012:08
3 წუთის საკითხავი
 
wez23fksp6176lf.jpg

დონალდ ტრამპი გეგმავს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე რუთ გინსბურგის შემცვლელად ემი კონი ბარეტი დაასახელოს. 

ტრამპმა 25 სექტემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ კანდიდატი "შესაძლებელია იყოს ნებისმიერი" იმ ხუთი ქალიდან, რომელიც მან დაასახელა სავარაუდო კანდიდატებად.  

ემი კონი ბარეტი 1972 წელს, ნიუ-ორლეანში დაიბადა. 1997 წელს ნოტრ-დამის სამართლის სკოლა დაამთავრა, სადაც 15 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2017 წელს ის აშშ-ის მე-7 სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს. სასამართლო შედის ინდიანის, ილინოისის და ვისკონსინის შტატების საქმეებს განიხილავს.

ბარეტი კონსერვატორი და მორწმუნე კათოლიკეა. არის აბორტის წინააღმდეგი. "სიცოცხლე ჩასახვიდანვე იწყება", - თქვა მან 2013 წელს. 

2017 წელს, როდესაც ბარეტის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე განიხილავდნენ, ჰკითხეს, იქონიებდა თუ არა რელიგიური შეხედულებები გავლენას მის გადაწყვეტილებებზე. პასუხად ბარეტმა თქვა, რომ მის პროფესიულ მოვალეობას და რწმენას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ექნებოდა.

ბარეტი ასევე ფიქრობს, რომ სექსუალური ურთიერთობები მხოლოდ ჰეტეროსექსუალური უნდა იყოს.

ლგბტქ ჯგუფები ემი კონი ბარეტის კანდიდატურას მათი უფლებებისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევენ. 

თუ ემი კონი ბარეტი უზენაეს სასამართლოში აირჩიეს, ის მესამე მოსამართლე გახდება, რომელიც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უვადოდ დანიშნა. ამასთან, უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან კონსერვატორების რიცხვი 6-მდე გაიზრდება. 

ემი კონი ბარეტმა რუთ გინსბურგი უნდა შეცვალოს, რომელიც, უზენაეს სასამართლოში 27-წლიანი სამსახურის შემდეგ, 2020 წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი სურვილი იყო, მისი შემცვლელი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასახელებულიყო.

ამავე აზრზე არიან დემოკრატებიც. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის ძალისხმევა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტობის ამ ვადაში დანიშნოს, "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა". 


close დახურვა