
შსს-ს ცნობით, გუშინ ღამით დააკავეს პირი, რომელმაც ავტომანქანის მართვისას არასრულწლოვანი გაიტანა. გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრების ცნობით, ბრალდებული სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.