საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
3 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსი 471 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 278 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 936 PCR ტესტირება ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 7564 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3992 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.